პოლიტიკურად განადგურებული რადიკალური პარტიები გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე პარლამენტსა თუ პოლიტიკაში - გინდა ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე, ნულს თუ ნულს მიუმატებ, ისევ ნულს მივიღებთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან განაცხადა.
„ჩვენ არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას შეიძლება უარესი შედეგიც ჰქონდეს, რადგან ცალ-ცალკე ამომრჩეველს შეიძლება უფრო მეტი ხმა მიეცა. გარდა ამისა, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ერთიანი - ერთი ხის ნაყოფის წარმომადგენლები არიან. საზოგადოებისთვის კარგი იქნება იმის დანახვა, რომ ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები პარტიები ისევ ერთიანობაში არიან, რაკი მათმა პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა და ასე შემდეგ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.