ნინო ლომჯარიას დასაქმება ალასანიას ინსტიტუტში, უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელად, თავისთავად მოწმობს იმას, რომ იგი ასრულებდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის დაკვეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა საქმიანობა დაუფასეს.
„ნინო ლომჯარიას დასაქმება ალასანიას ინსტიტუტში უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელად თავისთავად მოწმობს იმას, რომ იგი ასრულებდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის დაკვეთებს. მისი საქმიანობა და განცხადებები ძალიან შორს იყო ადამიანის უფლებების დაცვისგან. ჩვენ გვახსოვს როგორ იწვოდა იგი სირცხვილით და ნატრობდა ტყვიების წვიმას, როგორ ედგა იგი სათავეში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფეიკ კამპანიას. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა დაუფასეს მისი ეს საქმიანობა“,- აღნიშნა სეფაშვილმა.