შუახევში, დედა დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა

შუახევში, დედა დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა

შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. დაშავდა 6 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს. 

ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

მათი ცნობით, 74 წლის ქალი შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს. ქალი ამბობს, რომ ბავშვს 12 ნაკერი დაადეს, თუმცა ახლა კარგად არის.

„გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი და მეც გამათრია ბავშვთან ერთად. 12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან.

ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ მასთან, დათვიც ადგა და წავიდა ტყისკენ. ასე გადავრჩით“, – ამბობს ვერიკო ზოიძე.