Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა 2023 წლის ანგარიში, სადაც სხვადასხვა ასპექტით გაკრიტიკებულია ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, თუმცა განსაკუთრებულად მძაფრი კრიტიკა არის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.
ანგარიშში აშშ დასახელებულია როგორც სისტემური რასიზმის ქვეყანა, სადაც ეს ბოროტება გამჯდარია ბევრ სახელმწიფო ინსტიტუტსა და სტრუქტურაში. ანგარიშში ტერმინი „სისტემური რასიზმი“ ნახსენებია ორჯერ. ორივეჯერ აშშ-თან მიმართებით და გაეროს ციტირების მოშველიებით.
გაკრიტიკებულია აშშ-ის საპოლიციო რეჟიმი და აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში აშშ-ის პოლიციამ 400 ადამიანი მოკლა და საპოლიციო დაწესებულებების უმრავლესობა არ ამჟღავნებს ინფორმაციას მათ მიერ ძალის გამოყენებაზე. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით პოლიცია 3-ჯერ მეტ შავკანიანს კლავს, ვიდრე თეთრკანიანს.
Human Rights Watch-ი ასევე აკრიტიკებს აშშ-ის სოციალურ პოლიტიკას.
„აშშ-ის ბავშვთა კეთილდღეობის სტრუქტურები ძალიან ხშირად სიღარიბის გარემოებებს პასუხობენ დასჯით. ხელმოკლე ოჯახებიდან გაჰყავთ ბავშვები მინდობით აღზრდის სისტემისთვის გადასაცემად (ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარონ ასეთ ოჯახებს). ყოველ 3 წუთში ერთხელ აშშ-ში ბავშვს აშორებენ ოჯახს. არაპროპორციულად დაზარალდნენ შავკანიანები და ამერიკის ძირძველი მოსახლეობა. აშშ-ის შეცვლილი სოციალური პოლიტიკის გამო 3.7 მლნ ბავშვი გადავიდა სიღარიბეში.
გამწვავდა სოციალური უთანასწორობა და გარკვეული თვალსაზრისით 40-წლიან უკანდახევას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ამერიკის ოჯახების ყველაზე მდიდარი 1% ფლობს მთლიანი კერძო სიმდიდრის დაახლოებით ერთ მესამედს, რაც აქამდე ბოლოს 40 წლის წინ მოხდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია მართლმსაჯულება და აღნიშნულია, რომ აშშ-ის ციხეებში ათობით პატიმარი იხდის სასჯელს ბრალის წაყენების და მსჯავრის დადების გარეშე, სასამართლო პროცესის გარეშე და მათი უმეტესობა 20 წელზე მეტია რაც ციხეში ზის.
ეს ამბავი ამერიკაში იციან? :)