„იმედის კვირისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ პოლონელი ექიმი, რომელიც 16 ივლისს რამდენიმე კოლეგასთან ერთად კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა და შემდეგ სავარაუდოდ, ცდილობდა პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში მალულად გაეტანა წინდის საშუალებით, ნეიროქირურგი არტურ ზააჩინსკია.
მას შემდეგ, რაც ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.