რუსეთში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ

რუსეთში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ "გენერალი არმაგედონი ისვენებს" - სად გაქრა სერგეი სუროვიკინი "ვაგნერის" ამბოხის შემდეგ

რუსი გე­ნე­რა­ლი, სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნი "ვაგ­ნე­რის" აჯან­ყე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­როდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. სუ­რო­ვი­კი­ნი ამ­ბოხ­ში სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე პი­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, "გე­ნე­რალ­მა არ­მა­გე­დონ­მა" იცო­და პრი­გო­ჟი­ნის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა არა­ფე­რი თქვა.

არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა რუ­სე­თის დუ­მა­ში ამ­ბო­ბენ, რომ "სუ­რო­ვი­კი­ნი ის­ვე­ნებს".

თავ­და­პირ­ვე­ლად სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ სპე­კუ­ლა­ცი­ებს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ან­დრეი კარ­ტა­პო­ლოვ­მა, მის­ცა სა­ბა­ბი. მან გა­ნა­ცხა­და, რომ გე­ნე­რალ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ნე­რა­ლი სუ­რო­ვი­კი­ნი ამ­ბოხ­ში მისი სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ბო­ლოს ის ამ­ბო­ხის დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ნა­ხეს, რო­მელ­შიც "ვაგ­ნერს" შე­ჩე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

რუს სამ­ხედ­რო­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა ბლო­გერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ნე­რა­ლი მოს­კო­ვის ცნო­ბილ ცი­ხე­ში, მატ­როს­კა­ია ტი­ში­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მან დარ­წმუ­ნე­ბით და­ა­მა­ტა, რომ სუ­რო­ვი­კი­ნი "სახ­ლში არ არის".

სუ­რო­ვი­კი­ნი ოქ­ტომ­ბერ­ში უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის სა­თა­ვე­ში და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ ის სამი თვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მან სი­რი­ა­ში რუ­სე­თის ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს სას­ტი­კი მე­თა­უ­რის რე­პუ­ტა­ცია მო­ი­პო­ვა და მას "გე­ნე­რა­ლი არ­მა­გე­დო­ნი" შე­არ­ქვეს. უკ­რა­ი­ნა­ში ის ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე და­მან­გრე­ველ თავ­დას­ხმებს მე­თა­უ­რობ­და, რის გა­მოც მი­ლი­ო­ნო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ა­ქა­ლა­ქე ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყლის გა­რე­შე დარ­ჩა ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში.

წყა­რო: bbc