ამას პოლონური მხარის სწრაფი და მძაფრი რეაქცია უნდა მოჰყვეს, - ასე აფასებს პოლონელი დეპუტატი მსჯავრდადებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისული ექიმების სკანდალს.
ტომაშ იასკოლა ამის შესახებ პოსტს twitter-ში აქვეყნებს.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.