მაკა ბოჭორიშვილი: მაშინ, როდესაც უკრაინისთვის მთავარი ამოცანა გამარჯვება და მშვიდობა უნდა იყოს, ამ ქვეყნის მაღალჩინოსნები საქართველოს საშინაო საქმეებით არიან დაკავებულები

მაკა ბოჭორიშვილი: მაშინ, როდესაც უკრაინისთვის მთავარი ამოცანა გამარჯვება და მშვიდობა უნდა იყოს, ამ ქვეყნის მაღალჩინოსნები საქართველოს საშინაო საქმეებით არიან დაკავებულები

არახამია დიდი ხანია ცდილობს, რომ გავლენები მოახდინოს ქართულ საზოგადოებრივ აზრზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება ბრძენია და სწორი დასკვნების გამოტანა შეუძლია - რა მიზნებს ემსახურება ამ ადამიანების აქტიურობა, -ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც უკრაინისთვის მთავარი ამოცანა გამარჯვება და მშვიდობა უნდა იყოს, ამ ქვეყნის მაღალჩინოსნები დაკავებული არიან საქართველოს საშინაო საქმეებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

უკრაინის რადამ მიიღო დადგენილება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.