2007 წლის მოვლენების დროს, როდესაც ძალიან დამძიმდა მდგომარეობა და ყველა მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სთხოვდა პატრიარქს ჩარევას, უცხოეთის ელჩებმა ერთობლივად გადაწყვიტეს მასთან შეხვედრა იმავე მოთხოვნით. და ეს არ იყო თხოვნა, ეს იყო მოთხოვნა

2007 წლის მოვლენების დროს, როდესაც ძალიან დამძიმდა მდგომარეობა და ყველა მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სთხოვდა პატრიარქს ჩარევას, უცხოეთის ელჩებმა ერთობლივად გადაწყვიტეს მასთან შეხვედრა იმავე მოთხოვნით. და ეს არ იყო თხოვნა, ეს იყო მოთხოვნა

ამონარიდი მამუკა არეშიძის ინტევიუდან ჟურნალისტ მაია ებრალიძესთან.

„მე შევესწარი ცნობილ ეპიზოდს საპატრიარქოში: 2007 წლის მოვლენების დროს, როდესაც ძალიან დამძიმდა მდგომარეობა და ყველა მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სთხოვდა პატრიარქს ჩარევას, უცხოეთის ელჩებმა ერთობლივად გადაწყვიტეს მასთან შეხვედრა იმავე მოთხოვნით. და ეს არ იყო თხოვნა, ეს იყო მოთხოვნა.

– მოიხოვდნენ, რომ პატრიარქი პოლიტიკურ პროცესში ჩარეულიყო?

– ყველას თავისი მიზანი ჰქონდა: ოპოზიციასაც, ხელისუფლებსაც და დიპკორპუსსაც.

– დიპკორპუსის ამბავი გამიკვირდა, თორემ ჩვენი პოლიტიკური კლასის მიზანი გასაგებია.

– ამ შეხვედრას ვესწრებოდით, თუ არ ვცდები, მე, ჯონი ხეცურიანი და სოსო ცისკარიშვილი. ძალიან ნიშანდობლივი შეხვედრა იყო და არასდროს დამავიწყდება. ოვალურად ისხდნენ დიპლომატები. კონკრეტულ ქვეყანაში დიპლომატიურ კორპუსს ჰყავს სპიკერი, ამ შემთხვევაში შეხვედრა გახსნა ჯოვანი პაზოტომ. პირველი გამოვიდა პოლონეთის ელჩი, ქალი, ათასი სისულელე ილაპარაკა. ის, რაც დავალებული ჰქონდა. კატეგორიული ტონით მოითხოვდა პატრიარქისგან, აქტიურად ჩარეულიყო ამ სიტუაციაში და გასულიყო ხალხში. ჭკუას არიგებდა. როგორც ჩანს, წინასწარ იყო ტექსტები შეთანხმებული და პირველად სიტყვა ათქმევინეს მას, ვინც ინტელექტუალურად ყველაზე დაბალი დონის იყო. მას მიჰყვნენ სხვა ელჩები. ტონალობა თანდათან იცვლებოდა: ჭკუის დარიგებას აგრძელებდნენ, მაგრამ ყოველი მომდევნო გამომსვლელი უფრო რბილად ამბობდა სათქმელს, იმიტომ რომ, პატრიარქი ხმას არ იღებდა. ბოლოსკენ შედარებით გონიერი ელჩები გამოვიდნენ და საბოლოო წერტილი დასვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რომელსაც ჭკუა არ დაურიგებია. ზოგადად შეაფასა ვითარება და ეკლესიის როლს გაუსვა ხაზი. ერთი სიტყვით, იყო ჭკუის დარიგებაც და პირფერობაც. საათზე მეტ ხანს ილაპარაკეს ელჩებმა, მხოლოდ 7-8 ელჩი გამოვიდა, დანარჩენები ისხდნენ. ამ ხნის განმავლობაში პატრიარქს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. გამოსვლები დასრულდა, პატრიარქი კი ისევ დუმდა. მახსოვს, მიკროფონს მოჰკიდა ხელი და თქვა უნიკალური ფრაზა: "მე ვარ ილია მეორე, ილია პირველი საქართველოს პატრიარქი იყო 1 500 წლის წინათ, მეხუთე საუკუნეში" და დაამთავრა. ამით მათ უთხრა, თქვენ რა ჭკუა უნდა მასწავლოთ, ამდენი ხნის ისტორია და გამოცდილება აქვს საქართველოს ეკლესიასო. დიპლომატები პატარა ბავშვებივით გაიძურწნენ. პატრიარქმა ჩვენ გადმოგვხედა და გაგვიღიმა. ასეთი შეხვედრის შემდეგ სიმპათია რომ არ გაეზრდებოდათ პატრიარქის მიმართ იმ ადამიანებს,  რომლებსაც გარკვეული მიზნები აქვთ, ხომ ფაქტია?! იგივე ხდება სხვა შემთხვევებშიც“ .