პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლენტეხში, თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა.

ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონები"-ს ფარგლებში განხორციელდა.

მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.

პროგრამის "განახლებული რეგიონები"-ს ფარგლებში  ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, სულ ჯამში რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები, იცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყო გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები,   მოეწყობა სკვერი. სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში დაიხარჯა 4, 935, 828 ლარი, დამატებით იგეგმება 1,800,000 ლარის ინვესტირება.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.