გია ცაგარეიშვილი: საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მეთოდები იხვეწება - ჯერ პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, ახლა ამბობენ, რომ ის არის ღრმად დაავადებული ადამიანი

გია ცაგარეიშვილი: საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მეთოდები იხვეწება - ჯერ პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, ახლა ამბობენ, რომ ის არის ღრმად დაავადებული ადამიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ყველას უნდა ახსოვდეს, მათ შორის ევროპარლამენტში, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე.

მისი თქმით, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც ჩადენილი აქვს საქართველოში პრეზიდენტობის დროს, უტყუარად არის დადასტურებული. დეპუტატი ამბობს, რომ სააკაშვილის უფლებები არცერთ ეტაპზე არ შელახულა.

„ეს არის ყოფილი პრეზიდენტის საპატიმროდან დახსნის რიგით მერამდენე ტალღა. საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მეთოდები იხვეწება. ჯერ პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ის უდანაშაულოა, ახლა ამბობენ, რომ ის არის ღრმად დაავადებული ადამიანი. ჩამობრძანდნენ პოლონელი ექიმები და აკვირდებიან პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მე ეჭვი მეპარება, რომ განსხვავებული იყოს მათი ვერდიქტი ქართველი ექიმების ვერდიქტისგან, რომლებიც ცდას არ აკლებენ, რომ უმკურნალონ სააკაშვილს. ის კი დაკავებულია თვითგვემით, რომ როგორმე საკუთარი თავი დაიხსნას“, - აცხადებს დეპუტატი.