„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: პუტინს სურს, შეინარჩუნოს „ვაგნერი“, როგორც კონსოლიდირებული საბრძოლო ერთეული, თუმცა პრიგოჟინის გარეშე

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: პუტინს სურს, შეინარჩუნოს „ვაგნერი“, როგორც კონსოლიდირებული საბრძოლო ერთეული, თუმცა პრიგოჟინის გარეშე

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სურს, შეინარჩუნოს შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერი“, როგორც კონსოლიდირებული საბრძოლო ერთეული, თუმცა მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის გარეშე.

როგორც „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, თავად პუტინმა განაცხადა, რომ შესთავაზა „ვაგნერის“ მებრძოლებს, გააგრძელონ ბრძოლა მათი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით, თუმცა პრიგოჟინისგან განცალკევებულად.

14 ივლისს პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამჟამად „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობენ.