იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას და მის მძღოლს თავს დაესხნენ. მომხდარი შემთხვევის ვიდეოს თავად ელჩი "ტვიტერში" ავრცელებს.

იაპონური მედიის ცნობით, საქართველოს ელჩი და მისი მძღოლი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

"ჩვენ მოუთმენლად ველით იაპონიის სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის თანამშრომლობას", - ამბობს საქართველოს ელჩი იაპონიაში.