რატი ბრეგაძე: მაშინ, როდესაც როგორც სააკაშვილის, ასევე ყველა პატიმრის უფლება არის დაცული და როდესაც ვინმე ბედავს და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობს რომ თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია

რატი ბრეგაძე: მაშინ, როდესაც როგორც სააკაშვილის, ასევე ყველა პატიმრის უფლება არის დაცული და როდესაც ვინმე ბედავს და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობს რომ თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია

საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია რომ სამართალი აღსრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაშინ, როდესაც როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილის, ასევე ყველა სხვა პატიმრის უფლება არის დაცული და როდესაც ვინმე ბედავს და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობს მხოლოდ დაკვეთებისა და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად, რომ თითქოს და საქართველოში ვინმეს აწამებენ, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონმდებლობის ფარგლებში. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს წმინდა პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს რომლებიც არ ეფუძნება მტკიცებულებებს“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოში არსებობს სამართალი და კანონმდებლობა და ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

„რამხელა გაერთიანებაც არ უნდა შედგეს, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებს, ჩვენ ვერავის აზრს ვერ გავითვალისწინებთ“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს. ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე ავრცელებენ.