მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი

მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი "განაჩენების" აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე ,,საქმეებისა" - უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს

ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი "განაჩენების" აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე ,,საქმეებისა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს პასუხობს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებს.

„გია ხუხაშვილს - გთხოვთ ნუ ტირაჟირებთ არასწორ ინფორმაციას.

ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი "განაჩენების" აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე ,,საქმეებისა".

უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.