ამირან სალუქვაძე: არჩევნების შედეგების გამყლაბებელი ISFED-ი, რომელმაც პარალელური დათვლა გააყალბა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს

ამირან სალუქვაძე: არჩევნების შედეგების გამყლაბებელი ISFED-ი, რომელმაც პარალელური დათვლა გააყალბა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს "არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებით ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“საოცრებაა. არჩევნების შედეგების გამყლაბებელი ISFED-ი, რომელმაც პარალელური დათვლა გააყალბა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს "არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ."

ბოდიშიც არ მოუხდიათ გაყალბების გამო. არადა, ამათი ყალბი დათვლის თანახმად არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა ოპოზიცია. რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო.

ამათ ვის რა უნდა წაუკითხონ?!

ამათ დამაბრალეს ანტი-ევროპული პროპაგანდა, ეს მართლა ანტი-ევროპულები.

არჩევნებს ვინც აყალბებს, ევროპულობას რა სინდისით იბრალებენ?

ახლა ალბათ გაყალბების ახალ ტექნოლოგიებს ამუშავებენ, მაგრამ დათვლას ვერ მოასწრებენ, ამოურტყამენ ქვითარს”.