უკრაინის რადამ მიიღო დადგენილება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
დადგენილების პროექტს 285-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
უკრაინელი დეპუტატები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალონ სააკაშვილი „მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“. რადა ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მსგავსი დადგენილებები მიიღონ.