„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო

ლენტეხსა და ცაგერში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

ლენტეხის ორგანიზაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,  გიორგი გაზდელიანი უხელმძღვანელებს.

ცაგერის ორგანიზაციას - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,  ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ხვალ, კონფერენციები გაიმართება ამბროლაურსა და ონში.