კახა კალაძე კრამონის განცხადებაზე: საქართველოს ჰყავს ღირსეული, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ატარებს - ყველაფერი საქართველოს მომავლისთვის კეთდება

კახა კალაძე კრამონის განცხადებაზე: საქართველოს ჰყავს ღირსეული, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ატარებს - ყველაფერი საქართველოს მომავლისთვის კეთდება

საქართველოს ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს და ყველაფერი რაც კეთდება, კეთდება საქართველოს მომავლისთვის, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა​ კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„ვნახეთ ის ვიზიტი, როდესაც გვარამია მიწვეული იყო და ვინ იყვნენ მასპინძლები, კარგად გვახსოვს რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებაში, სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყველაფერი ცხადია - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მიზანი აქვთ - ისინი საქართველოს მეგობრები არ არიან, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა - ხელისუფლების ცვლილება. მინდა მათ იმედები გავუცრუო - არაფერი გამოუვათ. მათი ქმედებები და რადიკალიზმი განწირულია მარცხისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. ევროპელი დეპუტატი თბილისში გამართულ დემონსტრაციებს იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხელშია საქართველოს მომავალი ,სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. ამ თემაზე ფონ კრამონმა ნიკა გვარამიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.