კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით

კახა კალაძე ოპოზიციურ პარტიებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე მიმდინარე კონსულტაციებს გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმაციით წარდგება ოპოზიცია არჩევნებზე და ის მმართველი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ყველამ ვიცით, შინაარსობრივად ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ გუნდს - „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგ მოხდა მათი დაყოფა, ჰქონდათ რაღაც განხეთქილება, თუმცა საერთო ჯამში ერთი პარტიის შვილები არიან. ასე რომ საერთოდ არ მაინტერესებს თუ რა ფორმულირებით იქნებიან წარმოდგენილები არჩევნებზე.

ერთი რამ მინდა ვთქვა - დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა კალაძემ.