კახა კალაძე: ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგან არც უნდა მოდიოდეს

კახა კალაძე: ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგან არც უნდა მოდიოდეს

ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგან არც უნდა მოდიოდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით ძალადობას, ძალადობრივ ფაქტებს და რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე კონკრეტული არსებობს, ყველა უნდა დაისაჯოს და ყველამ უნდა აგოს პასუხი. ასევე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობაზე არ უნდა ხდებოდეს მეორე მხრიდან ძალადობის წახალისება. მე მხედველობაში მაქვს ის აქციები, როდესაც ხდებოდა პოლიციელების მისამართით მოლოტოვის კოქტეილების სროლა, დაწვის მცდელობა. ძალიან მძიმე იყო ფაქტები, როდესაც ვხედავდით ქალაქის განადგურებას, ავტომობილების დაწვას და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით სოციალურ ქსელში, კონკრეტული ტელევიზიების საშუალებით, სადაც მიმდინარეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბულინგება“,- განაცხადა კალაძემ.

„პრაიდ-ფესტივალთან“ დაკავშირებით ამერიკის ელჩი სამართალდამცველთა ქმედებებს აკრიტიკებს. კელი დეგნანი შსს-ს მიერ გაცემულ დაპირებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციას შესაბამისი პასუხი არ ჰქონია.

ამერიკელი დიპლომატი შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენების გამო და ამბობს, რომ მოქალაქეებზე თავდასხმა კოოორდინირებული სერია იყო.