კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება კარგად

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება კარგად

მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება კარგად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კახა კალაძემ ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებს მოუწოდა, ის საკმარისი კალორაჟის საკვებით უზრუნველყონ და აღნიშნა, რომ საკვების არ მიღება ციხიდან გათავისუფლების საბაბი ვერ გახდება.

„სააკაშვილის, როგორც განუბაჟებელი ბარგის შემოტანა საქართველოში, თავიდან ბოლომდე დადგმული იყო, გაგრძელებული იმ პიარ კამპანიით, რაც ამ თვეების განმავლობაში ხდებოდა - დღეში ათჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ერთი მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს - როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელისგან. მაგრამ ადამიანს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რაზეც უწევს პასუხისგება და არჭამის გამო ციხიდან ადამიანები ვერ გათავისუფლდებიან.

ძალიან მარტივად არის ყველაფერი. მინდა დავიწყო იქიდან, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ვინ იყო, ვის რა აქვს გაკეთებული, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სახელმწიფო ამ მოცემულობაში არის მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა კალაძემ.