საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების პირობა დადო და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.
„ვინც უფროსები ხართ, სხვებზე უკეთ იცით, თუ რამდენად ძვირფასია უფლება, თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი… და ეს ძვირფასია ხალხისთვის ყველგან. არა მხოლოდ უკრაინაში - ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა ადგილში, სადაც ხალხი ბრძოლას განაგრძობს იმისთვის, რომ მათი ხმა გაგონილი იყოს. ასე რომ, ამაღამ ყველა თქვენგანისთვის ჩემი მესიჯია - გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა წარმოადგენს და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ბაიდენმა.