ამ ხელისუფლების პირობებში, სერიოზული პოზიტიური ცვლილებები გამორიცხულია - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ახალი ადამიანის ჩართვა ცვლილებების პროცესში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებიდან, მათ შორის ახალგაზრდების და მე ვფიქრობ, რომ შეცვლის რესურსი და პერსპექტივა ნამდვილად არსებობს და სიტუაცია უიმედო საერთოდაც არ არის, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება. ამ ხელისუფლების პირობებში, სერიოზული პოზიტიური ცვლილებები გამორიცხულია, ვერ მოხდება ეს“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.