უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დიდი მადლიერია ბრიტანეთისა და მისი ხალხის ქვეყნის მხარდაჭერისთვის.
მანამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის Amazon-ის სერვისი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებისთვის და ოფიციალურ კიევს შეუძლია გონივრულად მოიქცეს, რათა მის მხარდამჭერებს მადლიერება დაანახოს.
„ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის დიდი მადლიერი ვიყავით გაერთიანებული სამეფოს, პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მდივნის, ბატონ უოლესის.
უბრალოდ, არ ვიცი, რას გულისხმობს, სხვაგვარად მადლობა როგორ გადავუხადო. დაე მომწეროს... დილით გაღვიძება და პირადად მინისტრისთვის მადლობის გადახდა შეგვიძლია.
ბრიტანეთი ჩვენი პარტნიორია, მათი მადლობელი ვართ, იქნებ მინისტრს რაღაც განსაკუთრებული უნდა, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.