არსებული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის 2024 წლის არჩევნების საკითხზე პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის 2024 წლის არჩევნების საკითხზე პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა არის 2024 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება.

როგორც წყარო „ქრონიკას“ უყვება, ვაშაძის ერთობის სანაცვლოდ პრემიერობის კანდიდატობა დავით კეზერაშვილმა შესთავაზა და მისგან თანხმობა უკვე მიიღო.