ირაკლი კობახიძე: ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან. სამი ძალიან მკაცრი პირობა წაუყენეს უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის, რაც იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულებაა, რაც ნატოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში დაფიქსირდა

ირაკლი კობახიძე: ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან. სამი ძალიან მკაცრი პირობა წაუყენეს უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის, რაც იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულებაა, რაც ნატოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში დაფიქსირდა

უკრაინა ასეთ ომშია და მასაც კი დარჩა სტატუს კვო. რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა ჩვენ, საქართველოს, რომ გვქონოდა პროგრესი?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დარჩა სტატუს კვო, ამის არსი არის ის, რომ დღესაც არავინ იცის როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები, რაც გასაგებია იმ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც აქვს ნატოს რუსეთთან მიმართებით. რეალურად უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის 3 პირობა დაუყენეს. პირველი, ეს არის ომის მოგება. მეორე არის ის, რომ რეფორმებთან დაკავშირებული მოთხოვნები შესრულდეს და მესამე არის ის, რომ უნდა იყოს სრული კონსენსუსი ნატოს წევრებს შორის. ამ სამიდან რომელიმე თუ არ დაკმაყოფილდა უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. ანუ, სამი ძალიან მკაცრი პირობა წაუყენეს უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის, რაც იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულებაა, რაც ნატოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში დაფიქსირდა. ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან აქედან გამომდინარე ტოვებს იმ სტატუს კვოს, რომელიც შემორჩენილია ბუქარესტის სამიტიდან. უკრაინა ასეთ ომშია და მასაც კი დარჩა სტატუს კვო. რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა ჩვენ, საქართველოს რომ გვქონოდა პროგრესი?!“,- აღნიშნა კობახიძემ.