რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ამბავს

რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ამბავს "თანაგრძნობით აკვირდებიან" - რას წერს რუსული მედია

რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის თა­ნა­მო­საყ­დრის, მე­უ­ფე შიოს შე­საძ­ლო მო­წამ­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო სა­ეკ­ლე­სიო ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, დე­კა­ნოზ­მა იგორ ია­კიმ­ჩუკ­მა აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია "თა­ნაგ­რძნო­ბით ადევ­ნებს თვალს ვი­თა­რე­ბას".

ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია რუ­სულ სა­ა­გენ­ტო TASS-ზე.

"რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია თა­ნაგ­რძნო­ბით ადევ­ნებს თვალს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რე ეპის­კო­პო­სის შიოს შე­საძ­ლო მო­წამ­ვლას", - ამ­ბობს TASS-თან იგორ ია­კიმ­ჩუ­კი.

"ჩვენ გვაქვს მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მე­დი­ა­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ვწუხ­ვართ, რა თქმა უნდა მას­ზე. ის მსა­ხუ­რობ­და მოს­კოვ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში, სწავ­ლობ­და წმინ­და ტი­ხო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", - ამ­ბობს მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრეს, მე­უ­ფე შიოს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წამ­ლავ­დნენ, რის გა­მოც ის თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, დე­კა­ნოზ ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე აცხა­დებ­და, რომ მას შემ­დეგ, რაც პატ­რი­არ­ქის თა­ნა­მო­საყ­დრის, მე­უ­ფე შიოს სა­ვა­რა­უ­დო მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა "სა­პატ­რი­არ­ქომ თავი შე­ი­კა­ვა, რად­გან გარ­კვე­უ­ლი ნი­უ­ან­სია გა­სარ­კვე­ვი“.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჯე­რად მე­უ­ფე შიოს კვლე­ვის შე­დე­გებს უცხო­ე­თი­დან ელო­დე­ბი­ან.

"ჩვენ ეს თემა არ გა­მოგ­ვი­ტა­ნია სა­ჯა­რო მსჯე­ლო­ბის სა­კი­თხად. არ გა­მოგ­ვი­ტა­ნია, არც ვა­პი­რებ­დით, იმი­ტომ, რომ ვა­პი­რებ­დით გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვით, რას­თან გვაქვს საქ­მე. შე­იძ­ლე­ბა ეს ყო­ფი­ლი­ყო სრუ­ლი­ად ყო­ფი­თი საქ­მე, ამ პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვით, რად­გა­ნაც მოხ­და ამი­სი გახ­მა­უ­რე­ბა, შემ­დეგ უკვე შე­კი­თხვებს გა­ვე­ცით პა­სუ­ხი. ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც სის­ხლში აღ­მოჩ­ნდა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ ადა­მი­ა­ნის მო­სა­წამ­ლად. უცხო­ე­თი­დან ვე­ლო­დე­ბით კვლე­ვის შე­დე­გებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა დაგ­ვი­კავ­შირ­და, თავი შე­ვი­კა­ვეთ, იმი­ტომ, რომ რა­ღაც ნი­უ­ან­სე­ბი გვაქვს გა­სარ­კვე­ვი, მა­გა­ლი­თად, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა. ჩვენ რა­საც ვფიქ­რობთ, იმას ვსა­უბ­რობთ ხმა­მაღ­ლა. მე­უ­ფე შიოს ჯან­მრთე­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რია, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი, არ აქვს შე­ზღუდ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

მე­უ­ფე შიოს შე­საძ­ლო მო­წამ­ვლის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.