ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსოფლიოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ტენდეციები შეინიშნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსოფლიოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ტენდეციები შეინიშნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის და „კრედიტ სუისის“ დავასთან დაკავშირებული შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიოს მასშტაბით მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ტენდეციები შეინიშნება.

„შემაშფოთებელი ტენდენციები არის მსოფლიოს მასშტაბით მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამაზე ღრმად საუბარი მე გამიჭირდება. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევა რომ გავიხსენოთ: როცა ბანკთან დაკავშირებული სტატიები მარტივად იბეჭდებოდა, მაგრამ როგორც კი საქმე გადადიოდა ბანკის მენეჯმენტზე, სტატიები მაშინვე იბლოკებოდა. ეს მეტყველებს ცენზურაზე, რომელიც საკმაოდ ფართო მასშტაბით არის დამკვიდრებული. ეს არის შემაშფოთებელი ტენდენცია და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება“, - აცხადებს კობახიძე.