ირაკლი კობახიძე დავით სერგეენკოზე: გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ​რამდენად სურს მას პარლამენტში მუშაობის გაგრძელება

ირაკლი კობახიძე დავით სერგეენკოზე: გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ​რამდენად სურს მას პარლამენტში მუშაობის გაგრძელება

მე როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე დავით სერგეენკოს საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დავით სერგეენკოზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბატონი დავითი არის ჩვენი მეგობარი, გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ​რამდენად სურს მას პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. საკითხი კენჭისყრაზე სექტემბერში გამოვა და ჯერ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ საკითხზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

14 ივლისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დავით სერგეენკოსათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.