არჩილ თალაკვაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე: ჩვენი ელჩი არის ის დიპლომატი, რომელსაც უკრაინა არცერთი დღით არ დაუტოვებია - საქართველო არ იმსახურებდა ასეთ მოპყრობას

არჩილ თალაკვაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე: ჩვენი ელჩი არის ის დიპლომატი, რომელსაც უკრაინა არცერთი დღით არ დაუტოვებია - საქართველო არ იმსახურებდა ასეთ მოპყრობას

უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღესაც, უკრაინის პრეზიდენტმა საკმაოდ უკმაყოფილო განცხადებები გააკეთა ნატოსთან მიმართებით იმ პოზიციებზე, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა. გვესმის, რომ ეს ქვეყანა ომშია და არის ბევრი სტრესფაქტორი პოლიტიკისთვის. საქართველო არ იმსახურებდა ასეთ მოპყრობას და ჩვენი ელჩი ნამდვილად არ იმსახურებდა საქართველოში გამოგზავნას. ჩვენი ელჩი არის ის დიპლომატი, რომელიც ომის განმავლობაში დღემდე იმყოფებოდა უკრაინაში, არცერთი დღით მას არ დაუტოვებია უკრაინა და კიევი და იმ გამონაკლის ელჩებს შორის იყო, როცა კიევი იბომბებოდა დარჩნენ კიევში და მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს. ამიტომ მის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყო. თუმცა, ეს ვერ შეასუსტებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.