არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ვილნიუსის სამიტის წინ თავის ქვეყანას უჭერდეს მხარს, დაკავებულია საქართველოს დისკრედიტაციით. ის განცხადებები, რაც ვნახეთ, არის უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ვილნიუსის სამიტის წინ თავის ქვეყანას უჭერდეს მხარს, დაკავებულია საქართველოს დისკრედიტაციით. ის განცხადებები, რაც ვნახეთ, არის უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე

ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ვილნიუსის სამიტის წინ თავის ქვეყანას უჭერდეს მხარს, დაკავებულია საქართველოს დისკრედიტაციით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე უპასუხისმგებლობაა.

„საქართველო არის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, საიმედო პარტნიორი ნატოსთვის რეგიონში და ნატოს ოფიციალური განცხადებებით დადასტურებული აქვს, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა ნატოს სტანდარტებთან თავსებადია. საქართველოში არაერთი ფართომასშტაბიანი წვრთნა ჩატარდა ნატოს ეგიდით და დღემდე საქართველო არის არაწევრ ქვეყნებს შორის ის პარტნიორი, რომელსაც მოსახლეობაზე გადაანგარიშებით ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ნატოს საერთაშორისო მისიებში. ასე რომ არავითარი სპეკულაციისთვის საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად იმის, რომ ვილნიუსის სამიტის წინ თავის ქვეყანას უჭერდეს მხარს, დაკავებულია საქართველოს დისკრედიტაციით და ის განცხადებები რაც ვნახეთ არის უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. საქართველო ამაყობს იმით, რომ ჩაატარა რეფორმები, რითაც ჩვენი თავდაცვის სისტემა აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს.

რატომ არ ხდება საქართველოს გაწევრიანება ნატოში ახლა, რატომ არ განიხილება ეს სამიტზე - საქართველოა რის სტრატეგიულ მზადყოფნაში და ნატოში გაწევრიანება ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება სათანადო პოლიტიკური მომენტი და ისეთი კონტექსტი, რომ არ დაზიანდეს საერთო ინტერესები. საქართველო არ არის ერთადერთი, რომელიც ელის ასეთ გადაწყვეტილებას, ჩვენზე ძლიერი ქვეყნებიც წლების განმავლობაში ელოდნენ და დღემდეც ელოდებიან ნატოში გაწევრიანებას. იცით რომ ახლა სრულდება მოლაპარაკებები შვედეთთან დაკავშირებით და დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა კონსენსუსი. ვინც საქართველოს აგდებით და ნიშნის მოგებით ელაპარაკება, ეს არის ან უცოდინრობა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის, ან ეს არის მიზანმიმართული და სუბიექტური ინტერესი, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და იმიჯი.

ეს ადამიანები ამტკიცებდნენ თითქოს საქართველო ვილნიუსის სამიტზე არ არის წარმოდგენილი რაც არის ტყუილი. საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. მე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ხელი მოწერილი, შესაბამისად ეს არის უცოდინრობა და სპეკულაცია, როცა ამბობ, რომ საქართველო არ არის სამიტზე წარმოდგენილი სათანადო დონით. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირთან ხელშესახები პროგრესი და იგივეა ნატოსთან დაკავშირებით, თავად ნატო ამბობს, რომ საქართველო ნატოს ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.