რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას ნატოს მიმართ, საქართველომ ჯერ კიდევ 2002 წელს შეიტანა განაცხადი ნატოს წევრობაზე, გავიდა 20 წელზე მეტი და კვლავ ველით პოზიტიურ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება ნატოს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევაში საქართველოს კონტრიბუცია ნატოს წევრი ზოგი სახელმწიფოს კონტრიბუციაზე დიდია.
„უკვე რამდენჯერმე ვთქვი თუ რა წვლილი აქვს საქართველოს თავისი შრომით - ინსტიტუციურად და თავისი სისხლით, მათ შორის ნატოს საერთო საკითხებისთვის და მიზნებისთვის. ამას თუ არ მოჰყვება სათანადო პასუხი, ეს არ არის ჩვენი საკითხი. ეს არის ის თუ რატომ არ მოჰყვება სათანადო პასუხი ჩვენს კონტრიბუციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.