მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ ნატოს წევრი ქვეყნის რომელიმე ხელმძღვანელისთვის ნატოს გაფართოებაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ან სააკაშვილის მხარდაჭერა

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ ნატოს წევრი ქვეყნის რომელიმე ხელმძღვანელისთვის ნატოს გაფართოებაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ან სააკაშვილის მხარდაჭერა

არ მგონია, რომ ნატოს წევრი ქვეყნის რომელიმე ხელმძღვანელისთვის ნატოს გაფართოების გონივრულობაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყოს აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ან სააკაშვილის მხარდაჭერა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ ეთერში განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ჩინოვნიკები „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასე უყურებს და ყველა ასე ხედავს საკითხს იგივე ნატოს წევრ სახელმწიფოთაგან. აქ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრიორიტეტების სისტემა, რომელიც უყალიბდება უკრაინის ხელისუფლებაში დოლგოვს ან ვინმეს, არ შეიძლება გავაიგივოთ ნატოს პოზიციასთან. მე არ მგონია, რომ ნატოს წევრი ქვეყნის რომელიმე ხელმძღვანელისთვის ნატოს გაფართოების გონივრულობაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყოს აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ან სააკაშვილის მხარდაჭერა. რა საკვირველია ეს ასე არ არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხელს არ შეუშლის მათ შორის არც უკრაინის სწრაფვას, თუმცა, ყველასთვის გასაგებია ისიც, რომ დღეს საქართველოსთან, უკრაინასთან მიმართებაშიც საჭიროა კონკრეტული გაბედული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ასეთ შემთხვევაშიც საჭიროა სიფრთხილე, მაგრამ დროც არ ითმენს საიმისოდ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღონ“,- აღნიშნა სარჯველაძემ.