ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფმა ფარული მოლაპარაკება გამართა კრემლთან დაახლოებულ პირებთან, მათ შორის, სერგეი ლავროვთან. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრა უკრაინაში ომის დასასრულებლად პოტენციური მოლაპარაკებებისთვის საფუძვლის ჩაყრის მიზნით გაიმართა.
საიდუმლო შეხვედრა აპრილში, ნიუ-იორკში შედგა. თეთრ სახლსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებების ნებართვა ბაიდენის ადმინისტრაციას არ გაუცია.