Reuters: ავსტრიული ბანკი „რაიფაიზენი“ რუსეთიდან გასვლას აყოვნებს

Reuters: ავსტრიული ბანკი „რაიფაიზენი“ რუსეთიდან გასვლას აყოვნებს

ავსტრიული ბანკი „რაიფაიზენი“ რუსეთიდან გასვლას აყოვნებს. ინფორმაციას „როიტერსი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უმსხვილესი დასავლური ბანკი რუსეთში სექტემბრისთვის ევროპული მარეგულირებლების მოთხოვნით თავისი ბიზნესის შეჩერებას გეგმავდა, თუმცა პროცესს იმ იმედით აჭიანურებს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინას, რამდენიმე ოფიციალურმა პირმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ ისინი თავს არიდებენ რუსეთთან კავშირის სრულად გაწყვეტას, რადგანაც ფიქრობენ, რომ ურთიერთობის აღდგენა მალე გახდება შესაძლებელი.