ამგვარი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას არ აინტერესებს უკრაინასთან დიპლომატიური, ნორმალური ურთიერთობების წარმართვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„იმიტომ რომ, არ არის ნორმალური, როდესაც „ქართული ოცნება“ მთავარ კითხვებზე პასუხს არიდებს თავს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული პოზიცია ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის და განცხადებების მიუხედავად“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.