ჩვენ ვხედავდით, მათ შორის მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებსა და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა ახლა გადასულიყო საქმეზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ არ დადასტურდება, რომ რამე განზრახული ქმედება იყო, თუმცა მისივე განმარტებით, ძალიან საეჭვო გარემოებებია რაც ჟღერდება.
„თუ დადასტურდა ეს, ძალიან მძიმე ფაქტია, თუკი ასეთი მცდელობა იყო. რასაც ჯერჯერობით ვხედავთ არის ეჭვები, თუმცა დადასტურებული არაფერია. სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვისმენთ, სამწუხარო კი არა, შოკის მომგვრელია თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებსა და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა ახლა გადასულიყო საქმეზე. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც არის ხოლმე, ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში, ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და მერე საქმით. იმედი მაქვს, არ დადასტურდება, რომ იყო რამე განზრახი ქმედება, მაგრამ მეორე მხრივ საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის. ყველამ შეიძლება ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას. პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები. მათ შორის, ვის ჰქონდა შეტევები მეუფე შიოზე. ჩვენ ისტორიაზე ეს ხომ პირველად არ ხდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.