შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ელჩი იყო სხვა ელჩებს შორის ერთადერთი, რომელიც არ შეუშინდა რუსულ ბომბებს და საქართველოს დროშა კიევში ერთი წუთითაც არ დაშვებულა, ამის საპასუხოდ მისი უკრაინიდან გამოძევება არის არადიპლომატიური ჟესტი

მე ვამჯობინებდი, რომ ოპოზიციაც და მასთან დაკავშირებული მედიაც სამყაროს უყურებდეს საქართველოს გადასახედიდან. ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება არასწორად იქცევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„უკრაინამ თავდაპირველად გაიწვია საქართველოს ელჩი და უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც ფაქტობრივად უკრაინიდან გამოაძევა საქართველოს ელჩი. ის ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო ელჩებს შორის, რომელიც დარჩა კიევში, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს, საქართველოს დროშა ერთი წუთითაც არ დაშვებულა კიევში, როდესაც სხვა ქვეყნების დროშები დაეშვა. ამის საპასუხოდ, როდესაც ხდება ამ ელჩის ქვეყნიდან გამოძევება, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი. როდესაც საქართველოს მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება, ყველა უნდა იყოს მკაფიო. როდესაც ყალბი მიზეზით, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხდება არასათანადო მოპყრობა, ამ მიზეზით ხდება ელჩის გამოძევება, აქ ყველა ქართველი უნდა იყოს ერთიანი, რომ ასეთი რამ არის მიუღებელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.