შალვა პაპუაშვილი: თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ურთიერთობის გამოსწორება შეიძლება სააკაშვილის გადაცემით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ ეფუძნება კაპრიზებს

შალვა პაპუაშვილი: თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ურთიერთობის გამოსწორება შეიძლება სააკაშვილის გადაცემით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ ეფუძნება კაპრიზებს

კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნა ყალბი მიზეზით ხდება.

„თუკი ფიქრობთ, რომ ეს რაიმეს აზიანებს, ესეც უნდა დავინახოთ, რომ ამ ურთიერთობებს აზიანებს უკრაინის ხელისუფლების ნაწილი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამის გამოსწორება შეიძლება სააკაშვილის გადაცემით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ ეფუძნება კაპრიზებს და ეს არის კაპრიზი, როდესაც სააკაშვილის მიმართ არის დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არის დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ მოპყრობა არის სათანადო, ერთიც და მეორეც დამტკიცებულია, მაინც ხდება ამ ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა. კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.