ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების წინაშე და ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას და განსაკუთრებით იმ მძიმე წუთების შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია. არა მეგობრობის დაფასებისა და ჩვენების გზა, არამედ აირჩია გარკვეული წინააღმდეგობის გზა, როდესაც ერთ ადამიანზე ჰკიდებენ ერების ურთიერთობას. ეს ძალიან სამწუხაროა, რაც არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.