ყველას, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი მინდა გავახსენო, რომ რუსეთში არცერთი ევროპული საელჩო არ დაკეტილა და ისინი ჩვეულებრივად გასცემენ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს, - ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა ჩვეულებრივად იღებს რუსეთის მოქალაქეებს.
„საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, ბევრი მათგანი აფხაზეთიდან დევნილია. მათ საქართველოში დაბრუნება უხდებოდათ თურქეთის, სომხეთი, აზერბაიჯანის გავლით. ჩვენი მოსახლეობის გაწვალება ხდებოდა, მეტი ხომ არაფერი? გარდა ამისა, უძვირდებოდათ მგზავრობა, სხვა რა ხდებოდა? აქვე მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანი დაფრინავს 10 რეისით დღეში, თურქეთს 38 რეისი აქვს დღეში და მთელი ტრანზიტი გაჰყავს ევროპაში. ყველას, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი მინდა გავახსენო, რომ რუსეთში არცერთი ევროპული საელჩო არ დაკეტილა და ისინი ჩვეულებრივად გასცემენ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს. ევროპა ჩვეულებრივად იღებს რუსეთის მოქალაქეებს. არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. როგორც აღვნიშნე რუსეთში რეისებს ასრულებს თურქეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, სომხეთი და არაბეთის ყველა ქვეყანა და არავითარი კრიტიკა მათ მიმართ არ ისმის არავითარი სანქცირება, უბრალოდ ვერ ჰკადრებენ სანქცირებას“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.