დავით კირკიტაძე გვარამიას შეწყალებაზე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის გადადგმულ მართლაც პოზიტიურ გადაწყვეტილებას ასე აფასებს ხელისუფლება და ეს მათგან მოსალოდნელიც იყო

დავით კირკიტაძე გვარამიას შეწყალებაზე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის გადადგმულ მართლაც პოზიტიურ გადაწყვეტილებას ასე აფასებს ხელისუფლება და ეს მათგან მოსალოდნელიც იყო

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის გადადგმულ მართლაც პოზიტიურ გადაწყვეტილებას ასე აფასებს ხელისუფლება და ეს მათგან მოსალოდნელიც იყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ „ქრონიკასთან“ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მათ არ სურთ რეალურად ამ ქვეყანაში დეპოლარიზაციის დასრულება. მათ სურთ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც გაცემულია ჩვენი პარტნიორების მიერ, არ შესრულდეს“, - განაცხადა კირკიტაძემ.

22 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.