დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე: შესაძლებელია, არ დავუკავშიროთ ამას ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ, თუმცა თეორიულად ასეთი რამე შესაძლებელია

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე: შესაძლებელია, არ დავუკავშიროთ ამას ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ, თუმცა თეორიულად ასეთი რამე შესაძლებელია

შესაძლებელია, არ დავუკავშიროთ ამას ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ, თუმცა თეორიულად ასეთი რამე შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება, მიმდინარეობს მარგინალიზაცია და არის დემორალიზაციის მცდელობა, ეს ყოველთვის არის წინმსწრები, ვიდრე მასზე განხორციელდება ფიზიკური ზემოქმედება. შესაძლებელია, არ დავუკავშიროთ ამას ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ და მეუფე შიოს წინააღმდეგ, თუმცა თეორიულად ასეთი რამე შესაძლებელია“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.