დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე შიოს სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი აღმოჩნდა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე შიოს სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი აღმოჩნდა

საპატრიარქოში მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა. ჟურნალისტებს ამ თემაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,​ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესაუბრა.

„ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა. გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი. დაზუსტებით სხვა რამის თქმა დღეისთვის რთულია“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, დღეს მეუფე შიოს მდგომარეობა ნორმალურია და ის მუშაობს. ეჭვებსა და ვარაუდებზე საუბრისგან დეკანოზმა თავი შეიკავა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს.