მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო 105 ორგანიზაცია მონაწილეობდა. ორგანიზაციებმა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 1000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.

ფორუმზე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს უწყებაში არსებული სხვადსხვა მიმართულების ვაკანსიები გააცნო. სააგენტოში მოთხოვნაა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიების,  სატყეო საქმის, გარემოს დაცვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტებზე, ასევე, საინჟინრო გეოდეზისტებზე, გეოგრაფებზე, ნიადაგმცოდნეებსა და აგრონომებზე.

დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს სტრუქტურაზე, საქმიანობაზე, ამოცანებზე და ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებზე, სამუშაოს აღწერილობასა და  ფუნქცია-მოვალეობებზე.