ზელენსკი: უკრაინა ბევრს მუშაობს პარტნიორებთან, რათა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს ვილნიუსში ნატოს სამიტზე

ზელენსკი: უკრაინა ბევრს მუშაობს პარტნიორებთან, რათა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს ვილნიუსში ნატოს სამიტზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბევრს მუშაობს პარტნიორებთან, რათა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს ვილნიუსში ნატოს სამიტზე.

„ზუსტად ერთი კვირა რჩება ვილნიუსში ნატოს სამიტის საკვანძო დღემდე და ეს ნიშნავს ერთ კვირას - ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკვანძო მომენტამდე.

ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა ვილნიუსში ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა „ყველაფერი პარტნიორებზეა დამოკიდებული“.