„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი და ევროპელი პარტნიორები გაფაციცებით აკვირდებიან, რამდენად არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური პოზიცია დაიკავა, რაც იწვევს საქართველოს აცდენას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკიდან.
„ჩვენი დასავლელი და ევროპელი პარტნიორები გაფაციცებით აკვირდებიან, მათ შორის ფორმალური კრიტერიუმის შეფასებით, რამდენად არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. როდესაც „რუსული ოცნება“ ღიად ანტიუკრაინულ, და შესაბამისად, ღიად ანტიდასავლურ და ანტიევროპულ პოზიციას იკავებს, ეს იწვევს საქართველოს აცდენას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკიდან“, - აცხადებს ბოკუჩავა.
უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია ისევ საქართველოს ხელისუფლებას უტევს და კვლავ ქართველ ხალხს მითითებებს აძლევს. არახამია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პრობლემებს შექმნის.