არის ქვეყნები, რომლებთან ურთიერთობა აქვს აშშ-ს, ევროკავშირს, ნატოს, რუსეთს კი მათთან აქვს პირდაპირი ფრენები და ჯამური რაოდენობა ამ ფრენების ალბათ, მინიმუმ ასჯერ მეტია, ვიდრე ეს არის საქართველოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ხმელეთით ბევრად მეტი ადამიანი შემოდის საქართველოში რუსეთიდან, ვიდრე ფრენებით. ეს მარტივი სტატისტიკაა. ეს რომ რაიმე გავლენას მოახდენს მგზავრთა ნაკადზე, მით უმეტეს ევროპაში, არის სრული აბსურდი. გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, რომ მაგალითად თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რომელსაც აქვს 50-ჯერ მეტი ფრენა რუსეთთან და შესაბამისად, ბევრად უფრო მარტივია რუსებისთვის თურქეთიდან ევროპაში გადასვლა. აქედან გამომდინარე, ეს არის თითიდან გამოწოვილი მცდელობა, რომ რაღაც ცუდი თქვა ხელისუფლების მიმართ, როცა ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაშია ამასთან დაკავშირებით. ასევე არის ისრაელი, რომელიც არის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი, კონკრეტულ რეგიონი. იქაც არის პირდაპირი ფრენები და ბევრად უფრო ხშირი. ასევე არის სხვა ქვეყნები, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს აშშ-ს, ევროკავშირს, ნატოს და რუსეთს აქვს მათთან პირდაპირი ფრენები. ამ ფრენების ჯამური რაოდენობა ალბათ, მინიმუმ ასჯერ მეტია, ვიდრე ეს არის საქართველოში. ამ დროს როცა ხელოვნურად ცდილობს ვიღაც ევროპაში მიგრაციის კუთხით წარმოაჩინოს საქართველოსთან აღდგენილი ფრენები, ეს რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ არასწორია“, - აღნიშნა კობახიძემ.