ირაკლი კობახიძე „გირჩზე“: ისინი ამზადებდნენ რევოლუციურ გეგმას, თუმცა ჩაუვარდათ და გაწირეს კონკრეტული ახალგაზრდები არეულობის სცენარისთვის, მერე კი მიატოვეს

ირაკლი კობახიძე „გირჩზე“: ისინი ამზადებდნენ რევოლუციურ გეგმას, თუმცა ჩაუვარდათ და გაწირეს კონკრეტული ახალგაზრდები არეულობის სცენარისთვის, მერე კი მიატოვეს

ზურა ჯაფარიძემ ამხილა ის გეგმა, რაც თავიდანვე ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს - ისინი ამზადებდნენ რევოლუციურ გეგმას, თუმცა ჩაუვარდათ ის და გაწირეს კონკრეტული ახალგაზრდები არეულობის სცენარისთვის და მერე მიატოვეს ისინი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ერთი, რაც ახასიათებთ ამ ადამიანებს, „გირჩელებს“ განსაკუთრებით, მათ ხშირად აქვთ ხოლმე წამოცდენები. როგორც წამოსცდა თუ რა იყო მათი გეგმა, რაც საზოგადოებამაც იხილა. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ხელისუფლებისგან მტრის ხატი. ამიტომ ეძახდნენ მთელი თვეები თურმე ხელისუფლებას პრორუსულს და ა.შ. მერე მოამზადეს ახალგაზრდები მოლოტოვის კოქტეილების სასროლად და მერე აღარ დაიცვეს ისინი. შერჩათ კონკრეტული ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და რატომ?! მისივე განმარტებით იმიტომ, რომ ოპოზიცია არ დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ბოლომდე არ მიიყვანა ის პროცესი, რომელიც თავიდანვე მათი დაწყებული იყო. ამით ზურა ჯაფარიძემ ამხილა ის გეგმა, რაც თავიდანვე ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ბაკურიანში რისთვისაც შეიკრიბნენ შარშან. მათი გეგმა იყო, რომ ივნისში იცოდნენ არ მიენიჭებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ამზადებდნენ რევოლუციურ გეგმას, ამაზე მსჯელობდნენ ისინი აწ გარდაცვლილ აკერმანთან ერთად, თუმცა ჩაუვარდათ ეს გეგმა და გაწირეს კონკრეტული ახალგაზრდები არეულობის სცენარისთვის და მერე მიატოვეს ისინი“, - აღნიშნა კობახიძემ.